ახალი ამბები

გურჯაანის მერიამ დამატებით ხუთ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, ვაკანტურია შესყიდვების საკითხებში ეკონომიკის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტის, მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების მწარმოებლის, ადმინისტრაციული სამსახურის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საზახინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების და ეკონომიკის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსების პოზიციები. 
„შესყიდვების საკითხებში ეკონომიკის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი დასაქმდება შრომითი ხელშეკრულებით და საჭიროა მინიმუმ სრული ზოგადი განათლება. ამ ვაკანტურ თანამდებობაზე მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება. დანარჩენ პოზიციებზე დასაქმების მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება კი სხვადასხვაა. მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების მწარმოებლის ვაკანსიაზე იქნება გამარტივებული კონკურსი, ხოლო დანარჩენ თანამდებობებზე ღია კონკურსი ჩატარდება“, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მერიის თანამშრომელმა, მაია ლალიაშვილმა. 
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე თანამდებობრივი სარგო 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს. განაცხადების მიღება 22 მარტამდე გაგრძელდება.