ახალი ამბები

სოფელ არეშფერანში წაქცეულმა ასწლოვანმა მუხამ საფლავები დააზიანა

შემთხვევის შედეგად რამდენიმე საფლავის რკინის კონსტრუქცია დაზიანდა. 
როგორც knews.ge-ს არეშფერანის დამინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ზურაბ სხირტლაძემ განუცხადა, მერიის ზედამხედველობის სამსახური ხეს სპეციალური ტექნიკის მეშვეობით გაიტანს. 
„მუხის წაქცევის შედეგად საფლავის ქვები არ რაის დამტვრეულია. დაზიანებულია რამდენიმე საფლავის რკინის კონსტრუქციები. ხეს ტოტები უკვე მოვჭერით. ველოდებით ე.წ. კრანს, რომელის მეშვეობით ხეს საფლავიდან გავიტანთ“, – განუცხადა knews.ge-ს ზურაბ სხირტლაძემ. 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, დაზიანებული საფლავების აღდგენის მიზნით თანხა, სავარაუდოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 
„მომხდარის შესახებ ინფორმაცია არეშფერანის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩემმა წარმომადგენელმა მომაწოდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. შევისწავლით ვითარებას და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. საფლავების აღდგენის თანხა, სავარაუდოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა“, – განუცხადა knews.ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო “აიპრესის” ფოტო