ახალი ამბები

გურჯაანში აიპიების რაოდენობა ხუთიდან ორამდე შემცირდება

როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა განუცხადა, ოპტიმიზაციის აიპიების რაოდენობა 5-დან მხოლოდ ორამდე შემცირდება. ნანა ჭაბუკაძის ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში შტატები შემცირდება. 
„დაგეგმილია 5 მუნიციპალური აიპის რეორგანიზაცია. ოპტიმიზაციის შედეგად შეიქმნება ორი აიპი. ოპტიმიზაციის მიზანია გამოთავისუფლებული თანხებით აიპიების განვითარება. დაგეგმილი ცვლილებებით, ,,გურჯაანის სპორტული გაერთიანება,, და ,,საფეხბურთო კლუბი ალაზანი,, ერთ აიპად ჩამოყალიბდება. გურჯაანის კულტურის ცენტრი, ველისციხის თეატრი და ქორეოგრაფიული სტუდია კი გაერთიანდება“, – განუცხადა knews.ge-ს ნანა ჭაბუკაძემ.