ახალი ამბები

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვნეს

knews.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.