ახალი ამბები

კახეთში სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამ ეტაპზე საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში სარწყავი სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორის, არჩილ ბუკიას თქმით, მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, დამატებით 3 363 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, წყლის მიწოდება 5 945 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება, ხოლო დამშრალი ფართობის რაოდენობა იქნება 3 000 ჰექტარი. 
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები უტარდება, ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამთაწყარო-ფიროსმანის სარწყავ სისტემას. პროექტის ფარგლებში არხი იწმინდება ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან, კეთდება ხიდები, წყალაღების კვანძები და რემონტდება სარწყავ სისტემასთან არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა და დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, ხოლო აშენდა და მოეწყო ფიროსმანის ახალი სატუმბი სადგური. ბოლო 5 წლის განმავლობაში კახეთში გაიწმინდა და მოწესრიგდა 1160 კმ სამელიორაციო არხი, შეკეთდა 8 სათავე , 1 სატუმბი სადგური, 2 057 სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა’’,- განუცხადა knews.ge-ს არჩილ ბუკიამ.