ახალი ამბები

გურჯაანელმა ძალოსნებმა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავეს

ველისციხელმა გიორგი ბეროშვილმა 240 კგ-ის აწევა შეძლო, კარდენახელმა სპარტაკ დოლენჯაშვილმა 180კგ და ძირკოკელმა თემურ სონღულაშვილმა ამოწევაში 200კგ , წოლჭიმში კი 130 კილოგრამი დაძლია. 
„ავტოავარიაში მოვყევი თბილისში, 2016 წლის 8 ოქტომბერს. სერიოზული ტრამვა მივიღე. მე რეანიმაციაში ვიყავი მოთვსებული და რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა. სანამ ავარია მოხდებოდა, ვემზადებოდი, რომ ორ კვირაში უნდა წავსულიყავი რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე. ავარიის შემდეგ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვერ ვვარჯიშობდი. ტრამვის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატში პირველად მონაწილეობა მივიღე გასული წლის ზაფხულში. ჩემპიონატზე 225 კილოგრამი დავძლიე. ამ ტურნირზე კი რეკორდი გავაუმჯობესე და 240 კილოგრამი ავწიე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჩემთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი რეკორდი კიდევ უფრო გავაუმჯობესო“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი ბეროშვილმა. 
საერთაშორისო ტურნირზე 8 ქვეყნიდან 200 -მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. „Iron Eurasia 2018“ ჩატარდა ძალისმიერ სამჭიდში, ძალისმიერ ორჭიდში, წოლჭიმსა და ეკიპირებულ სამჭიდში.