ახალი ამბები

აგროფერმას 2 ტონაზე მეტი ხორცის განადგურება დაევალა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, „აგროფერმა“ შეამოწმა, სადაც 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორი დაჯარიმეს, ხოლო პროდუქტი, რომელიც საეჭვოდ მიიჩნიეს, დალუქეს. საწარმო ვალდებულია, რომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი გაანადგუროს. ხორცი მაღალი რისკის სურსათია. მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს აქტიურად ახორციელებს“, – განუცხადეს knews.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.