ახალი ამბები

ახმეტაში 70 წლამდე მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვნეს

არსებული ინფორმაციით, იოსებ როსებიშვილი მეზობლებმა ყელგამოჭრილი ნახეს და პოლიციას შეატყობინეს. როგორც knews.ge-ს მატნის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკა ქიტესაშვილმა განუცხადა, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა გვაინ ღამით მოხდა. 
“ამ ეტაპზე არავინ არაფერი არ იცის რატომ მოკლეს იოსებ როსებიშვილი. დღეს დილით გავიგე ეს შემზარავი ამბავი, მაგრამ გუშინ გვიან ღამით მოუკლავთ. ის მარტო ცხოვრობდა”, – განუცხადა knews.ge-ს ეკა ქიტესაშვილმა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.