ყვარელში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ყვარლიდან 13 კილომეტრში, სოფელ სარუსოსთან დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 22:01 საათზე დაფიქსირდა. ამ ეტაპზე მიწისძვრის შედეგად ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.