ახალი ამბები

თელავში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა ლ.გ. საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, მეორე დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 
როგორც knews.ge-ს თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა, ხათუნა ჭონიაშვილიმა განუცხადა, დაშავებულს კისრის მალებისა და მენჯ-ბარძაყის მოტეხილობების დასადგენად კვლევები უკვე ჩაუტარდა. 
მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.