სტიქიის თავიდან ასაცილებლად კომპანია ,,დელტა” 2700 საწინააღმდეგო რაკეტას შეიძენს

გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, ორგანიზაციამ ჯამში 2700 ერთეულამდე რაკეტა უნდა შეიძინოს. 
“დელტას” ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, პირველ ეტაპზე 1200 რაკეტა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 30 დღეში მიაწოდოს დამკვეთს. 
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წინადადებები კომპანიებმა 13 მარტიდან უნდა წარადგინონ.