ახალი ამბები

გურჯაანში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ავარიის შედეგად ოთხი მგზავრი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მრავლობითი დაზიანებებით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. 
“დაშავებულები სულ ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს საავადმყოფოში. მათ, ამ ეტაპზე, უტარდებათ გამოკვლევები და არ გვაქვს პაციენტებისჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვიტყვით”, – განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
“წინასწარ ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ავარია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს”, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.