ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 1 თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

როგორც knews.ge-ს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, ნინო უტიაშვილმა განუცხადა, აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას გულისხმობს. მისივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 
„რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვნელის ფუნქციებიამთავრობის დავალებით სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოსთან, ინვესტორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიოზაციებთან საინვესტიციო და სხვა მიმდინარე პროექტებზე კორდინირებულად მუშაობა; გუბერნატორისა და საზღვარგარეთის ქვეყნების რეგიონებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა; გარემოსდაცვითი ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა და ა.შ. სასურველია კანდიდატის განათლება მოიცავდეს: ეკონომიკის, ფინანსების, სოციალური მეცნიერებების, საჯარო მმართველობის, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლამცოდნეობის ან/და სოფლის მეურნეობის სფეროს და მას ჰქონდეს კონომიკის ან/და სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის 5 წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო უტიაშვილმა. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2 მარტს დასრულდება.