ახალი ამბები

სიდამ ყოფილი პატიმრებისთვის მცირე ბიზნეს გრანტების გაცემა დაიწყო

პროექტის მიზანია ყოფილი პატიმრების ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და მათი რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 110 ბიზნეს გრანტის გაცემა. პირველ ეტაპზე ბიზნეს-გეგმების კონკურსში გამარჯვებულ 43 ბენეფიციარს სხვადასხვა პროდუქცია, ტექნიკა და ბიზნესისათვის საჭირო მასალები გადაეცემა კახეთში, თბილისში, აჭარაში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. 
“ბიზნეს გრანტები ხელს უწყობს პროექტის ბენეფიციართა ჩართულობასა და გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტურიზმისა და მომსახურების სფეროები. გადაცემის პროცესი 6 თებერვლიდან დაიწყო და ამ ეტაპზე გრანტი 5 ბენეფიციარზე გაიცა. 
სიდას და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა გრანტი გადასცეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ,,ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” ბენეფიციარებს. პროექტის ფარგლებში ბენეფიციართა ხელშეწყობა ხორციელდება უშუალოდ ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტით და არა ფულადი სახით, ეს ფორმა კი უფრო მეტად განაპირობებს ბიზნესის მდგრადობასა და განვითარებას“, – აცხადებს პროექტის მენეჯერი ნინო დემეტრაშვილი.
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის, ბიზნეს გრანტების გაცემა ხორციელდება ევროკავშირისა და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“ და „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ ფარგლებში.