ახალი ამბები

გურჯაანის მოსახლეობა სასმელი წყლის გაუმჯობესებული გრაფიკით ისარგებლებს

კომპანიის ინფორმაციით, პროექტი 788 100 ლარით დაფინანსდა, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოიყო. 
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში გამრიცხველიანდა 1907 აბონენტი. 
,,87 საცხოვრებელ კორპუსში შეიცვალა წყალმომარაგების შიდა გამანაწილებელი ქსელი (19 660 გრძივი მეტრი), დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი სარქველები, სადარბაზოებში განთავსდა ინდივიდუალური მრიცხველები. გურჯაანის მოსახლეობას წყალი, აქამდე, 8 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. გამრიცხველიანების შემდეგ წყალმომარაგების რეჟიმი გაიზრდება და ადგილობრივები სასმელი წყლის გაუმჯობესებული გრაფიკით ისარგებლებენ”,– განუცხადეს Knews.ge-ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.