ახალი ამბები

ექსპერტები – სოფლის განვითარების სტრატეგიაში უნდა გაიწეროს ქალთა ეკონომიკური გააქტიურება

 მისივე თქმით, უნდა მოხდეს შრომითი ბაზრის გამოკვლევა, სადაც გამოიკვეთება ქალებისთვის საჭირო პროფესიები.

,,კომპლექსური პრობლემაა ის, რომ ქალები ნაკლებად არიან ჩართულბი როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში. ჩემი აზრით, საჭიროა შრომითი ბაზრის შესწავლა, უნდა გამოიკვეთოს საჭირო პროფესიები განათლების სამინისტროს და სხვა უწყებების ეგიდით. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი. ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი ბაზარი და კერძო სექტორი ამ მიმართულებით არის მთავარი აპოლოგეტი. გარკვეული დონეზე სახელმწიფომ კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით უნდა შეიმუშავოს საკანონმდებლო რეგულაციები”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი კაკაურიძე.

ექსპერტები მთავრობას ურჩევენ, რომ შეიქმნას სპეციალური პროგრამები, რომელიც ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.

,,სოფლის განვითარების სტრატეგიაში უნდა გაიწეროს ქალთა ეკონომიკური გააქტიურება, პროფესიული უნარჩვევების გაზრდის გზით, ხოლო შინამეურნეობის მართვაში – ქალთა მონაწილეობის გაძლიერების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება”, – ნათქვამია კავშირ “საფარის” კვლევაში.