ახალი ამბები

ვაზისუბანში წარმოებული ღვინო ექსპორტზე მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში გადის

 როგორც knews.ge-ს მირცხულავამ განუცხადა, პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში, იაპონიაში, უკრაინაში და რუსეთში გადის. 
„ჩვენი პროდუქცია მალევე გამოჩნდა ბაზარზე. ჩვენი ღვინო იყიდება ღვინის ბარებსა და მაღაზიებში – “ღვინო ანდერგრაუნდში”, “ჯი ვინოში” “ვინომანიაში” და ა.შ. ჩვენი ღვინოები უცხოეთის ბაზარზეც იაპონიაში, აშშ-ში, უკრაინასა და რუსეთშიც გადის“, – განუცხადა knews.ge-ს მერაბ მირცხულავამ. 
მისივე მტკიცებით, ვენახში შეაქვს მხოლოდ ბიო სასუქი, სხვადასხვა სახის ქიმიურ პრეპარატს და ღვინის დუღილის დროს საფუარს არ იყენებს. 
მერაბ მირცხულავამ ქვევრში ღვინის დაყენება 24 წლის წინ დაიწყო. 1997 წელს, სოფელ ვაზისუბანში, მეგობრებთან ერთად, განაახლა ძველი მარანი, რომელიც 6 წლის წინ დააარსა. 2010 წელს კი მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც რქაწითელის, კახური მწვანესა და საფერავის ჯიშის ყურძენი გააშენა. 
„ჩემი მეგობრები ხშირად მირჩევდნენ, რომ საკუთარი მარანი და ღვინის მცირე საწარმო დამეარსებინა. 2010 წელს ალაფინში (ადგილია სოფ. ვაზისუბანში, ადგილწარმოშობის ორი განთქმული ზონის, “ვაზისუბნისა” და “მუკუზნის” კვეთაში) მეგობრებმა შევიძინეთ პატარა ვენახები და გადავწყვიტეთ დაგვეწყო ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა. 2011 წელს კი მარანი დავაარსეთ. პირველი მოსავალი ჩვენს ქვევრებში დავაყენეთ. 2011 წელს კი შევქმენით შ.პ.ს. “ალაფიანი”. ვაზისუბანში გაშენებული გვაქვს რქაწითელი, კახური მწვანე, საფერავი, რამდენიმე ძირი ვარდისფერი რქაწითელი, რომლის 150-მდე ნერგი დავამატეთ 2015 წელს“, – აღნიშნავს მირცხულავა. 
მეღვინე სამომავლოდ ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას და კახური მცვივანის, ქისის, ხიხვის, ჟღიას, წითელი ბუდეშურისა და ვაზისუბნის წითელი ჯიშის ყურძნის გაშენებას გეგმავს.