ახალი ამბები

საქართველოში ტურისტების რიცხვი 23%-ით გაიზარდა

,,პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვრის თვეში გამოირჩეოდნენ: ჩეხეთი +59%, ლატვია +46%, გაერთიანებული სამეფო +31%, ნიდერლანდები +28% ლიტვა +16% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი + 131%, საუდის არაბეთი + 127%, ირანი +92%, ისრაელი +77%, ინდოეთი +48%, თურქეთი +20% და სხვა. 2017 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტო რაოდენობა 7,554,936 ეწვია”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე ინფორმაციით, უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 189 476-ს მიაღწია, რაც 35 393-ით მეტია 2017 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +23%).

,,მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები უცხოური ტურიზმიდან და წინასწარი მონაცემებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთა შედარებით 586 მილიონი აშშ დოლარით მეტია“, – აღნიშნავს გიორგი ჩოგოვაძე.