ახალი ამბები

ლაგოდეხში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

“დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში ზაქათლის ქუჩაზეც დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს ქალაქს. აპრილის ბოლოსთვის სასმელი წყლის პროექტის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები ქალაქ ლაგოდეხში დასრულებული იქნება, ამის შემდეგ დაზიანებულ გზის საფარს ყველა იმ სოფელშიც აღადგენენ, სადაც სასმელი წყლის პროექტი მიმდინარეობს”, – განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.