ახალი ამბები

ყვარელში ყოფილი კინოთეატრის შენობა დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარს თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის სამაშველო ჯგუფები აქრობდნენ. 
უწყების ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 10-მდე სახანძრო მანქანა მონაწილეობდა. როგორც knews.ge-ს ყვარლის მუნინიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა განუცხადა, ყვარლის ყოფილი კინოთეატრის შენობა დიდი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. 
„ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა და არც მატერიალური ზარალი არ მიგვიღია. შენობაში სახურავი იყო ჩამოწოლილი, რომელსაც მოედო ცეცხლი. ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს“, – განუცხადა knews.ge-ს როსტომ სესიაშვილმა.

ფოტო: პირველი არხი