ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის ერთ–ერთმა ტელევიზიამ ქართულ ღვინოს გადაცემა მიუძღვნა

გადაცემა “The Wine Show“ ქართულ ვაზს, ღვინოსა და საქართველოში მეღვინეობის კულტურას მიეძღვნა. 
დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გაერთიანებულ სამეფოში ქართულ ღვინის კლუბთან თანამშრომლობით, “The Wine Show”-ს ჯგუფი გასული წლის მარტში თბილისსა და კახეთს ეწვია. 
“The Wine Show” ბრიტანული ტელეკომპანიის ITV-ის პროექტია, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს გაერთიანებულ სამეფოში და მის საზღვრებს გარეთაც. 
გადაცემა უკვე გაშუქდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.