ახალი ამბები

სიღნაღში წარმოებული ქართული კაკალი ექსპორტზე ევროპაში გავა

სოფელში კაკლის გადამამუშავებელი საწარმო შენდება. საკვები პროდუქტების ქარხანას კომპანია “კამარა ექსპრესი” აშენებს. როგორც knews.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, 2,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კომპანიას, პირდაპირი მიყიდვის წესით, სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, გადაეცა. 
„კამარა ექსპრესი“ ქარხანაში მინიმუმ 85 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საკევები პროდუქტების ქარხანა წელიწადში 10 ტონა კაკალს გადაამუშავებს.საწარმოში დასაქმდება 15 ადამიანი. დაგეგმილია, რომ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გერმანიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში გავიდეს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მეწარმეებისგან შეიძენს. პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული’’, – განაცხადეს კომპანიაში.