ახალი ამბები

ნაფარეულში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

,,მაშველებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტექნიკის გამოყენებით მოახერხეს ავტომანქანის გაჭრა და მძღოლის გამოყვანა, რომელიც სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა”, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.