ახალი ამბები

დედოფლისწყაროს საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასი 1500 ლარით განისაზღვრა

როგორც knews.ge-ს საკრებულოს აპარატის უფროსმა, ხათუნა გონაშვილმა განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ჰყავდეს მოადგილე.
,,მოადგილეეები საკრებულოს სხდომაზე ფრაქციების თავმჯდომარეებმა წარადგინეს. დედოფლისწყაროს საკრებულოში სულ 4 ფრაქციაა. მხოლოდ ერთი ფრაქციის, ,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, დავით ალუღიშვილს ეყოლება ორი მოადგილე, გიორგი ჭინჭარაული და ნუგზარ ყოჩიაშვილი. დანარჩენი ფრაქციების თავმჯდომარეებს ერთი მოადგილე ეყოლებათ. ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ –თავმჯდომარე მამუკა სეფიაშვილია, მისი მოადგილე კი არსენ ბაღაშვილი გახდა. „ქართული ოცნება – კონსერვატორების “ თავმჯდომარე ალექსანდრე პაპაჩაშვილია, მოადგილე -ალექსანდრე ბენაშვილი. ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, ხოლო მოადგილე ლევან იაკობიშვილი გახდა. ფრაქციის თავმჯდომარეებს ხელფასი 1500 ლარი ექნება, ხოლო მათი მოადგილეების ყოველთვიური ანაზღაურება 1200 ლარით განისაზღვრა’’, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა გონაშვილმა.