სტატიები

ყველის ბაზრის კვლევის საგანგაშო შედეგები

 ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის დაკვეთით “MIC-TNS” – ის მიერ ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი, რომელიც პროექტის „MOLI კახეთში” თანადაფინანსებით განხორციელდა.
“MIC-TNS” – ის აღმასრულებელი დირექტორი საოლომე ქაჯაია მიუთითებს, რომ აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების – კოლიფორმებისა და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმას აღემატება. 
“მომხმარებელთა დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, რომ ყველი შეიძლება იყოს საშიში მათი ჯანმრთელობისთვის. მომხმარებელთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ყველი, რომელსაც ყიდულობს, დამზადებულია ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით და არის უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის. მომხმარებელთა დიდ ნაწილს არ სმენია იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს იმერულმა ყველმა“, – განუცხადა knews.ge-ს სალომე ქაჯაიამ.
რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რიმ კვლევის ეს შედეგები საგანგაშოა. მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით კახა კონიაშვილი სურსათუს ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს, განახორციელოს უფრო მეტი სავაჭრო ობიექტის მონიტორინგი. 
“კვლევის შედეგები საგანგაშოა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით, ვინ აწარმოებს ყველს. უფრო უნდა გამკაცრდეს კონტროლი, მაგრამ კონტროლი გამკაცრდეს არა იმ თვალსაზრისით, რომ ის კომპანიები, რომლებიც კონტროლდება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდეს, არამედ გაფართოვდეს არეალი. ჩვენ მხარში ვუდგებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომ უფრო მეტი სავაჭრო ობიქეტი გააკონტროლონ”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას კახაბერ კონიაშვილი. 
ყველში აღმოჩენილი ბაქტერიების მკვეთრად მავნე ზემოქმედებაზე საუბრობენ სპეციალისტები. მიკრობიოლოგი ირმა ანთია ირწმუნება, რომ ყველში აღმოჩენილმა სხვადასხვა ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოვანება ორგანიზმში, მენინგიტი და გულის მიოკადრიტი. მისივე განმარტებით, ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება. 
“ენტერობაქტერიის შედეგად შეიძლება განვითარდეს შეიძლება განვითარდეს დიარეა, რომლემაც შეიძლება ორგანიზმში გამოიწვიოს გაუწყლოვება და მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანოს ადამიანი. რაც შეეხება ოქროსფერ სტაფილოკოკს, მან შეიზლება გამოიწვიოს მენინგიტი, გულის მიოკადრიტი ასევე პირის ღრუში სხვადასხვა ანთებითი პროცესები, რომლებიც ძალიან რთულად სამკურნალო გახდეს ადამიანისთვის. მთავარია ჰიგიენური ნორმების დაცვა და მომხმარებლის თვითშეგნების ამაღლება, რომ ყველგან არ შეიძლება პროდუქტის ყიდვა“, – აღნიშნავს ირმა ანთია. 
კახეთის აგრარულ ბაზრებში ყველი ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე იყიდება. პროდუქცია ღია დახლებზეა განთავსებული, ყოველგვარი დამცავი მექანიზმების გარეშე. რეალიზატორები კი ამტკიცებენ ირწმუნებიან, რომ მათი პროდუქტი შემოწმებულია და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. 
რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია იწყებს ფართო სოციალურ კამპანიას, რომლის მიზანი მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, ასოციაციის წევრთა და სხვა კეთილსინდისიერი მწარმოებლების ინტერესების დაცვა იქნება.