ახალი ამბები

კახეთში ბროწეულის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება

კახეთის რეგიონში ბროწეულის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას იგეგმება. პროექტის განხორციელებას აპირებს კომპანია “აგროპლანის” დამფუძნებელი მოჰამედ ჯავად არაბნეჯადი. მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბროწეულის ნერგები 400 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება.
,,საქართველოში ბროწეულის მასობრივ წარმოებას კლიმატის გათვალისწინებით კარგი პერსპექტივა აქვს. ბროწეულის ნერგებს ირანიდან, ესპანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიტანთ. რამდენიმე ჯიშის ნერგს გამოვიყენებთ, რათა მოსავალი ეტაპობრივად დამწიფდეს. ერთ ჰექტარზე ინვესტიცია 12 ათას დოლარამდე ჯდება”, – განაცხადა მოჰამედ ჯავად არაბნეჯადმა. 
პროდუქციის გადამუშავებისთვის და წვენის წარმოებისთვის კომპანია სამომავლოდ ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს. პროდუქტი კი, ადგილობრივი ბაზრის გარდა, ევროპაშიც გაიყიდება.
კომპანია რამდენიმე ათეულ ფექტარზე ხილის სხვა სახეობის გაშენებასაც აპირებს.