ახალი ამბები

ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდა

დადგენილების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან, ხარისხის სერტიფიკატის გარეშე საქართველოში ხორბლის თესლი ვეღარ გავრცელდება. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე ხარისხის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.
აღსანიშნავია, რომ მარცვლეული კულტურების – ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის და კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება.
ფერმერები ცვლილების შესახებ ინფორმირებულები არ არიან. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩაატარონ საინფორმაციო კამპანიები. 
“თქვენგან გავიგე, რომ ხორბლის სერტიფიცირება აუცილებელია. ხომ უნდა გვითხრან, სად უნდა ავიღოთ სერტიფიკატი. თუ სერტიფიკატს არ ავიღებთ და ისე გავყიდით ხორბალს, ჯარიმა იქნება თუ არა. ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. კარგი იქნებოდა ამ სიახლეს შესახებ გვცდოდნოდა მანამ ეს კანონი შევიდოდა ძალაში”, – განუხადა knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა, სოსო მწარიაშვილმა.