ახალი ამბები

ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 შესაბამისი დადგენილება მთავრობამ მიმდინარე წლის 12 იანვრს მიიღო.
“ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებისთვის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების მიზნით კულტურის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას მიმართა. მთავრობამ ორივე სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. კულტურული მემკვიდრეობის კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, ძეგლს შეიძლება განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები კი ყველა ამ კრიტერიუმ აკმაყოფილებს”, – განუცხადეს knews.ge-ს კულტურის სამინისტროში. 
კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, ეროვნული მნიშვნელობის უძრავ ძეგლს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად, მინისტრის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.