ახალი ამბები

ქართველმა მეცნიერებმა ფაროსანასთან საბრძოლველი პრეპარატი შექმნეს

“ბუნებაში არის ბევრი მცენარე, რომელსაც აზიური ფაროსანა არ ეკარება და სწორედ ამ მცენარეებიდან ამოღებული ექსტრაქტებით დამზადდა. ლაბორატორიულ პირობეში გამოვცადეთ და ფაროსანას ლეტალობა იმ პრეპარატის (ბიფენტრინი) ლეტალობას გაუტოლდა, რომლითაც ფაროსანას ებრძვიან“, – აცხადებს ჭირაქაძე.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხსნარს გამოიყენებენ, სახელმწიფოს ხარჯები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვნად შემცირდება. ჭირაქაძის ინფორმაციით, ხსნარის შექმნის იდეა წლებია აქვთ, თუმცა სახელმწიფო დონეზე მეცნიერთა წინადადებებს ამ დრომდე არ განიხილავდნენ. ამ ეტაპზე კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამეცნიერო წრეებთან აქტიურ შეხვედრებს მართავს.
გასულ წელს აზიურმა ფაროსანამ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, განსაკუთრებით თხილს და მანდარინს, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. 2016 წელს მავნებელმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარით დააზარალა, გასული წლის დაზუსტებული მონაცემები კი ჯერჯერობით არ არსებობს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2018 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მილიონ ჰექტრამდე ფართობი შეიწამლება. საერთო ჯამში კი, მომავალ წელს მავნებლის საწინააღმდეგოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 49 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც შესაწამლი პრეპარატებისა და შესაბამისი ტექნიკის შეძენას მოხმარდება.