ახალი ამბები

საზღვრისპირა სოფელ ერისიმედს განახლებული საბავშვო ბაღი ექნება

როგორც knews.ge–ს სიღნაღის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა განუცხადა სამუშაოები ინავრის ბოლოს დასრულდება და სოფლის აღსაზრდელები სკოლამდე განათლებას განახლებულ საბავშვო ბაღში მიიღებენ. 
„პროექტით დაგეგმილია შენობის გამაგრებითი , შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები. მოწესრიგდება სამზარეულო და სველი წერტილები. პროექტის ფარგლებში, ასევე, რემონტდება 2 ჯგუფის ოთახი, დერეფანი, საკუჭნაო და სამასწავლებლო ოთახი. ეზოში მოეწყობა ნარჩენების განსათავსებელი ორმო,რომელიც შემოიღობება მავთულბადით“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი გოგილაშვილმა. 
მისივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღი გათვალისწინებულია 20 აღსაზრდელზე და სარემონტო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 000 ლარია გამოყოფილი.