ახალი ამბები

თელავში სტიქიისგან მიყენებული ზარალი 400 000 ლარს აღწევს

როგორც knews.ge–ს ნარეკლიშვილმა განუცხადა, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის თანხა ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 
„ზარალი დათვლა თითქმის დასრულებულია. ბოლო მონაცემებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 370 400 ლარია. დაზიანებული ინფრატრუქტურის აღდგენა დაწყებულია. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შესაბამისი თანხა ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიზარჯება“, – განუცხადა knews.ge–ს შოთა ნარეკლიშვილმა. 
გუშინ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, დაჩქარებული წესით, 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა არ ყოფილა და არც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს არ ჰქონდათ ბიუჯეტის გაცნობის შესაძლებლობა. საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის მტკიცებით, თელავის მუნიციპალიტეტში 9 იანვარს მომხდარი სტიქიის გამო იძულებულები გახდნენ, ბიუჯეტი გუშინ დაემტკიცებინათ. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ბიუჯეტის პროექტი კანონდარღვევით მიიღეს, რადგან არ ყოფილა დოკუმენტის საჯარო განხილვა. თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 18 მილიონ 741 ათას 800 ლარით განისაზღვრა. სახელფასო ფონდზე გათვალისწინებულია 3 მილიონამდე ლარი. ინფასტრუქტურის მიმართულებით განსაზღვრულია 5 მილიონ 307 ათასი ლარი, განათლების დაფინანსებისათვის გამოყოფილია 4 მილიონ 102 ათასი ლარი. სოცილაური მიმართულებით დაგეგმილია 1 მილიონ 630 ათასი ლარის დახარჯვა. კულტურისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის კი განსაზღვრულია 3 მილიონი ლარი.