ახალი ამბები

სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები დაკარგული ახალგაზრდა პოლიციამ იპოვნა

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან 26 ნოემბერს გავიდა, თუმცა მას შემდეგ დარჩიაშვილი არავის აღარ უნახავს. 
ოჯახი ვარაუდობდა, რომ მათი შვილი მარტყოფის მამათა მონასტერში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალგაზრდა იქ არ მისულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარჩიაშვილი თბილისში, გრიგოლ ხანძთელის მამათა მონასტერში, ცხოვრობდა. პოლიციამ ის სახლში გუშინ დააბრუნა.