ახალი ამბები

სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხილვა რეგიონებში გაიმართება

უწყების ცნობით, სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი 1.7 მილიარდ ლარს აღემატება. სამოქმედო გეგმაში შესულია 69 კონკრეტული ღონისძიება, რომელიც 3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
,,გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა გულისხმობს სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს სოფლის განვითარების ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა”, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა მომზადდა ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ENPARD-ის საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელის, თამარ ხუნწარიას განცხადებით, პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება. 
,,ENPARD-ის მეორე ფაზა ეკონომიკის განვითარებისათვის მოიცავს ბევრად უფრო ფართო საკითხებს, როგორებიცაა ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოციალური და მუნიციპალური სერვისები, ასევე, მოსახლეობის ჩართულობა და მათი თანამონაწილეობა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში მიმდინარეობს 2013 წლიდან. ენპარდის მეორე ფაზა საკმაოდ კომპლექსური და მრავალკომპონენტიანია,“ – განუცხადა Knews.ge-ს ხუნწარიამ.