ახალი ამბები

თელავის მერიამ და საკრებულომ საახალწლოდ 130 ათას ლარზე მეტი პრემია გასცა

როგორც knews.ge-სთან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, საპრემიო ფონდმა საერთო ჯამში 130ათს ლარზე მეტი შეადგინა. 
,,წინასაახალწლოდ, თელავის მერიასა და საკრებულოში პრემია სულ გაიცემოდა. ასე იყო შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული და წინა ხელისუფლების ჩათვლით. წინასაახალწლო პრემია გაიცა მერიისა და საკრებულოს ყველა თანამშრომელზე. მომავალი წლის ბიუჯეტში, როგორც გასულ წელს, თვითმმართველობის კოდექსშ შესული ცვლილებების თანახმად, სხვა პრემიის, დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემა გათვალისწინებული არ არის”, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე 45 დღე გავიდა. 
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტს, მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში არ ფლობენ ინფორმაციას რამდენი ლარით განისაზღვრება ადგილობრივი ბიუჯეტი და რა იქნება მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტები. 
როგორც უწყებაში განმარტავენ, ადმინისტრაცული ხარჯებისა და სახელფასო ფონდის რაოდენობის შესახებ სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გახდება ცნობილი.