ახალი ამბები

თელავის სპორტსკოლაში 50-მდე სპეცრაზემელია მობილიზებული

ადგილზე სპეცრაზმის 50-მდე ავტომობილია, რომლებიც სპორტკომპლექსის შენობაში განთავსდნენ. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თელავში არც სპეცოპერაცია მიმდინარეობს და არც რაიმე სახის საპოლიციო ღონისძიება.

“არაფერი არ ხდება. სპეციალური დანიშნულების რაზმი სპეცოპერაციის ჩატარებისთვის არ არის მობილიზებული. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სპორტსკოლის ხელმძღვანელის, ზაქარია კევლიშვილის ინფორმაციით, სპეცრაზმელები შენობაში სავარჯიშოდ არიან მისულები.