ახალი ამბები

ახმეტაში ვენახების კადასტრის პროგრამა განხორციელდა

როგორც knews.ge–ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. უწყების ინფორმაციით, კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. 
“საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის. ახმეტის მუნიციპალიტეტში საკადასტრო სამუშაოები ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტაქტორმა კომპანიამ „რუკა მაპინგი“ შეასრულა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში, 13 დასახლებული პუნქტში ვენახების ფართობი შეადგენს 1817.2 ჰექტარს, რაც წარმოდგენილია 5992 ნაკვეთის სახით. კადასტრის პროგრამა ღვინის კომპანიებს დაეხმარება სანედლეულო ბაზის პროგნოზირებასა და პროდუქციის სიმძლავრეების წინასწარ დაგეგმვაში, რომელიც პირდაპირ აისახება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მევენახეებს გაუადვილდებათ კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან, გამარტივდება ყურძნის მოსავლის პროგნოზირება და ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ღვინის წარმოების ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა”, – განუცხადეს 
knews.ge–ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. 2015-2016 წლებში კადასტრის პროგრამა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა. პროგრამა მომავალში კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.