ახალი ამბები

დედოფლისწყაროს მერიამ 3 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, კონკურსი გამოცხადდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსის, ქვემო ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციებზე.
დედოფლისწყაროს მერის მოადგილის, მალხაზ მერაბიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე პირების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განცხადების გადარჩევას, ზეპირი დავალების მომზადებას და გასაუბრებას მოიცავს. 
,,ვაკანსია დედოფლისწყაროს მერიამ 20 დეკემბერს გამოაცხადა. მსურველებს განაცხადების შემოტანა 4 იანვრამდე შეეძლებათ. გარდა ამისა, პირებს ღია კონკურსის წესით შეარჩევს სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელიც ადრინდელივით აღარ იქნება მუდმივმოქმედი და მისი შემადგენლობა ყოველ კონკურსზე შეიცვლება. განცხადებების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ–გვერდზე www.hr.gov.ge’’, – განუცხადა Knews.ge –ს მალხაზ მერაბიშვილმა.