ახალი ამბები

სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლას გაფრთხილება მიეცა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შუა საუკუნეების კოშკის ტერიტორიას სკოლის ადმინისტრაცია შეშისა და მეორადი ნივთების საწყობად იყენებდა. მონიტორინგის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაასუფთავეს და აზომეს.

,,ოჟიოს კოშკის მხოლოდ პირველი სართულია შემორჩენილი, რომელიც საცხოვრებელი დარბაზია, კედელში დატანებული ბუხრითა და თაღჩებით. გადახურვა გვირგვინოვანია. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, კედელშია ჩატანებული”, – განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. 

ოჟიოს კოშკი წარმოადგენს მეთვრამეტე საუკუნის სათავდაცვო ნაგებობას, რომელიც ომიანობის დროს საცხოვრებელ ფუნქციასაც ასრულებდა. მსგავსი სათავდაცვო კოშკები დაახლოებით სამსართულიანი იყო. კოშკების ქვედა სართულებს საცხოვრებლად იყენებდნენ, ზედა კი ქონგურებიან საბრძოლო ბანს წარმოადგენდა.