ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროსა და სიღნაღში ხეები მოგლიჯა

,,ტრასებზე მოგლეჯილია ხეები, რამაც მოძრაობა დროებით შეაფერხა. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება”, – განუცხადა knews.ge–ს დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზების გაწმენდითი და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.