ახალი ამბები

ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმი მოეწყობა

როგორც knews.ge–ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, იგეგმება შენობის კრამიტით გადახურვა და შიდა სამუშაოების ჩატარება. უწყების ინფორმაციით ყოფილი სასახლის კედელებისა და ქონგურების ფრაგმენტების აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 

“სიძველის მუზეუმში 2005 წლიდან დღემდე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩენილი არტეფექტები განთავსდება. ამავე სივრცეში დაგეგმილია ხატების სარესტავრაციო კაბინეტის მოწყობა. იგეგმება ტაძრის მიმდებარედ გარე პერიმეტრის მოწყობაც”, – განუცხადეს knews.ge–ს მუნიციპალური განვითარების ფონდში. 

პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რისთვისაც 298 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.