ახალი ამბები

გურჯაანში მოხუცი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

გარდაცვლილები სახლში მეზობელმა დღეს დილით ნახა.
წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.