ახალი ამბები

პანკისის პოლიციის განყოფილებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

პირველი არხის ინფორმაციით, პანკისის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელად თემურ არაბული დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე არ დაუდასტურეს. 
„საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა ახმეტის რაიონული სამმართველოს პანკისის ქვეგანყოფილებაში. ამ ეტაპზე განყოფილებას ისევ ბადრი ფილაშვილი ხელმძღვანელობს. თუ განხორციელდა ცვლილებები, ინფორმაციას დაუყოვნებლივ გავავრცელებთ“, – განუცხადეს knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
თემურ არაბული სხვადასხვა დროს პანკისისა და ახმეტის პოლიციის უფროსი იყო. ხეობაში არსებული კრიზისის დროს ის ანტიკრიმინალური ოპერაციებში აქტიურად მონაწილეობდა. 
კახეთში საკადრო ცვლილებები მასე შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნა. კახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი გიორგი ბუბინაიური თანამდებობიდან გათავისუფლდა. სამხარეო პოლიციას ამჟამად შოთა ჭანუყვაძე ხელმძღვანელობს.