ახალი ამბები

ველისციხის საჯარო სკოლის პედაგოგები საუკეთესო მასწავლებლებს შორის შეირჩნენ

ტელეკომპანია “გურჯაანის“ ცნობით, ლიტერატურული, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის მოყვარულთა და ინტელექტუალური კლუბების განვითარებისთვის 4 პედაგოგი კრედიტ ქულებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. კონკურსში 500 მასწავლებელი მონაწილეობდა.

„500 მასწავლებლიდან ორგანიზაციამ გამოავლინა 100 პედაგოგი, რომლებმაც ყველა მიცემული დავალება შეასრულა, ეს იყო ვიდეო გაკვეთილები, სუპერვიზირება ხდებოდა ამ ფორმით, რაც მთელს საქართველოში პირველად მოხდა სგანმანათლებლო სივრცეში. მასწავლებელი ლაივს ან ვიდეო გაკვეთილებს ატარებდა და შემდგომ იღებდა საკმაოდ კარგ უკუკავშირს ანუ განმავითარებელ შეფასებას, რაც ეხმარებოდა კიდევ უფრო წარმატებული გაკვეთილების ჩატარებაში“, – განაცხადა ველისციხის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ნანა ნიკოლაშვილმა.

პროექტს, რომელსაც მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრი აფინანსებს, საქართველოს დებატებისა და განვითარების ცენტრი აფინანსებს.