ახალი ამბები

დედოფლისწყაროს საკრებულოში კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნა

როგორც Knews.ge-ს დედოფლისწყაროს საკრებულოში განუცხადეს, ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველებს“ მამუკა სეფიაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე ალექსანდრე პაპაჩაშვილი იქნება. 
დედოფლისწყაროს წარმომადგენლობით ორგანოში კიდევ ორი ფრაქციაა შექმნილი.
,,ამ ეტაპზე შექმნილია კიდევ 2 ფრაქცია. ესენია: ,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც დავით ალუღიშვილი ხელმძღვანელობს. და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მისი თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილია,”– განუცხადეს knews.ge –ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში.