ახალი ამბები

წინანდალში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ერთმანეთს „მიცუბიშისა“ და „ჰონდას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავტომანქანები თელავიდან გურჯაანის მიმართულებით მოძრაობდნენ. ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებული მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.