ახალი ამბები

თელავში სპორტულ ტირში ერეკლე II სახელობის ტურნირი გაიმართება

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მსროლელი სპორტსმენები ქუთაისიდან, თბილისიდან და თელავიდან.
პისტოლეტიდან 10 მეტრ დისტანციაზე გამარჯვებულებს გადაეცემათ ერეკლე II–ის სახელობის თასი, რომელიც თელავის მერიამ დააწესა.
,,ტურნირს დაემატა შაშხანიდან ტყვიით სროლა, რომელშიც მონაწილეობა თავისუფალია. პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები, ოლიმპიური სტანდარტის სამიზნეებზე, ერთმანეთს საკუთარი თოფებით შეეჯიბრებიან. გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ 16:00 საათზე. გარდა ამისა, ამავე დღეს დაჯილდოვდებიან 2017 წლის 13 დეკემბერს, გამართულ სუპერ თასზე გამარჯვებული შსს სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც სუპერ თასს გადასცემს ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე”,– განაცხადეს თელავის მერიაში.