ახალი ამბები

თელაველმა ძალოსნებმა კანადის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი აიღეს

ბექა მაზანიშვილი, რომელიც ძალისმიერი სამჭიდის თელავის კლუბ”ფენიქსის” მწვრთნელია, ასპარეზობდა 110 კგ. წონით კატეგორიაში, ხოლო ვანო ვეშაგური – 100 კგ. წონით კატეგორიაში. 
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს წარმატება. დაძაბული ტურნირი იყო, მაგრამ მეც და ვანომაც გამარჯვებას მივაღწიეთ. ვანოს ბავშვობიდან მე ვავარჯიშებ“, – განუცხადა knews.ge-ს ბექა მაზანიშვილმა. 
საერთაშორისო ტურნირი ძალისმიერ წოლჭიმში ჩატარდა მსოფლიო პაუერლიფტინგის კონგრესის ეგიდით და კანადის პაუერლიფტინგის ფედერაციის ორგანიზებით. ტურნირში, მსოფლიოს მასშტაბით, 200–მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ეს ქართველი სპორტსმენების მეორე გამოსვლაა კანადაში. გასულ წელს კანადურ-ამერიკულ ერთობლივ ღია ჩემპიონატზე (CPF Pro-Am Nationals And CanAm Full Power Wars – 2016) ბექა მაზანიშვილმა და მისმა მოსწავლემ, ვანო ვეშაგურმა, ასევე, დაიკავეს პირველი ადგილები. ბექა მაზანიშვილი დიდი ბრიტანეთის 2-გზის ჩემპიონის და სამგზის მსოფლიო ჩემპიონია. იგი არა მხოლოდ მოქმედი სპორტსმენია, არამედ წარმატებული მწვრთნელიც. 2001 წლიდან ბექა მაზანიშვილი წვრთნის თელავის პაურლიფთინგის გუნდს, ხოლო 2010 წლიდან არის საქართველოს პაუერლიფთინგის ფედერაციის პრეზიდენტი.