ახალი ამბები

თელავში შესაძლოა, საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნას

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე შესაბამის სამინისტროებსა და სამსახურებთან შეხვედრები მიმდინარეობს. 
“განიხილება თელავის აეროპორტის შესაძლებლობების გაზრდა, რაც ჩარტერული რეისების მიღებას გულისხმობს. თელავის აეროპორტში ამჟამად სასწავლო ტიპის თვითმფრინავები ასრულებენ ფრენებს, თუმცა აქ საუბარია სარეაბილიტაციო პროგრამაზე, რომელიც საერთაშორისო მაღალი კლასი თვითმფრინავების მიღების საშუალებას მოგვცემს. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თელავის აეროპორტი “მიმინო” გაფართოვდება და აღიჭურვება”,- განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმის განვითარებისთვის კახეთში ასევე ჩქაროსნული რკინიგზის განვითარების შესაძლებლობაც განიხილება, რომელიც, ამ ეტაპზე, მუშავდება.