ახალი ამბები

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი გახდა

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კი ლელა მარიდაშვილი, ფარული კენჭისყრით, აირჩიეს. მან ოცდათხუთმეტი დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. როგორც knews.ge–ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ილია სიფროშვილმა განუცხადა, ოპოზიციონერმა ორმა დეპუტატმა სხდომა დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 
„საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მუდმივმოქმედი 5 კომისიის თავმჯდომარეც აირჩიეს. იურიდიულ საკითხთა კომისიას ზურაბ უსტიაშვილი უხელმძღვანელებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას – ელენე სამხთუაშვილი, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიას – თამაზ ურდულაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას – ივანე ივანიშვილი, ხოლო სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას კი – გივი ბედიაშვილი. ოპოზიციონერმა ორმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. საკრებულოში მხოლოდ ერთი ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დარეგისტრირდა, რომლის თავმჯდომარე იქნება ელდარ მეფარიძე“, – განუცხადა knews.ge–ს ილია სიფროშვილმა.