სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარედ ილია ხატიაშვილი აირჩიეს

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა # 13 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა მჭედლიშვილმა გახსნა. 
ილია ხატიაშვილი სიღნაღის საკრებულოში პროპორციული სიით შევიდა. 
როგორც Knews.ge-ს საკრებულოში განუცხადეს, 29 წევრიდან ილია ხატიაშვილის თავმჯდომარედ დანიშვნას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი გახდა თემურ ჯავაშვილი, რომელიც ქალაქ წნორის მაჟორიტარი დეპუტატია. საკრებულოს პირველ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეებიც აირჩიეს. მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მანანა მჭედლიშვილმა გახსნა. 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით სხვადასხვა 4 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი 24 მამაკაცი და 5 ქალი შევიდა. 
როგორც Knews.ge-ს სიღნაღის #13 საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, 15 პროპორციული მანდატიდან ,,ქართულ ოცნებას” – 9, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ –4, ,,ევროპულ საქართველოს’’–1, და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” –1 მანდატი ერგო. 
საკრებულოში 14 მაჟორიტარული მანდატიდან ყველა ,,ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.